გაკვეთილის  მთავარი  თემა
მთელი რიცხვის მოდული. (აბსოლუტური მნიშვნელობა ) მთელი რიცხვის შედარება.
სწავლების  საფეხური (კლასი)
VII კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 7(შვიდიბავშვი.აქედან  2(ორგოგონაა  და  5(ხუთი) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლემ   შეისწავლოს რიცხვის მოდული.შეძლოს საკოორდინატო წრფეზე მოცემული რიცხვის შესაბამისი წერტილიდან სათავემდე მანძილის გამოსახვა; ორი მთლი რიცხვის შედარება ,რიცხვითი წრფის გამოყენებით.
წინასწარი  ცოდნა
●იცის  მთელი რიცხვები;
●შეუძლია  მათი გამოსახვა რიცხვით წრფეზე;
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მოსწავლეებს  სავარჯიშო რვეულებში დავახაზინებ რიცხვით წრფეს და მასზე აღვანიშნინებ როგორც დადებით ასევე უარყოფით მთელ რიცხვებს. ამის შემდეგ მივაწოდებ მოდულის განმარტებას და ვთხოვ თითოეულმა მიპოვნონ  საკუთარ ნახაზზე გამოსახული რიცხვების მოდული.(საჭიროების შემთხვევაში გაუწევ  შესაბამის დახმარებას).რამდენიმე მოსწავლეს ჩამოვაყალიბებინებ რიცხვის მოდულის ცნებას.(7 წთ.)
●ამის შემდეგ წყვილებში მივცემ დავალებას ;
-რიცხვითი წრფის საშუალებით შეადარონ მთელი რიცხვები ერთმანეთს. მათ არ გაუჭირდებათ იმის დანახვა რომ ის რიცხვია მეტი რომელიც უფრო მარჯვნივაა. ყურადღებას გავამახვილებინებ როგორც უარყოფითი და დადებითი ასევე ორი უარყოფითი და ორი დადებითი რიცხვის შედარებაზე; ნულთან შევადარებინებ  როგორც უარყოფით ასევე დადებით რიცხვებს. ჩამოვაყალიბებინებ  აღნიშნული შემთხვევების შესაბამის წესებს.(7 წთ.)
ამის შემდეგ მთლ კლასს მივცემ  დავალებას 1-12. საჭიროების შემთხვევაში მივცემ შესაბამის მითითებებს და დავალებებს.(7 წთ.)
●განზოგადების მიზნით დაფასთან გამოვიყვან ერთ- ერთ მოსწავლეს და განვიხილავ კლასთან ერთად 26-28 ამოცანების მსგავს ამოცანებს. (10 წთ)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვაჩვენებ რიცხვების შედარების   ხერხებს.    (5 წთ.)
მივცემ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(2 წთ)